top of page

დეკორაცია

ერთ-ერთი მომსახურების სახეობა, რომელსაც სთავაზობს არტეკომი არის სივრცის დეკორაცია.

ამგვარი პროექტის მთავარი მიზანია შეუქმნას სივრცეს სრულიად ახალი შეგრძნება და შეცვალოს მისი ატმოსფერო.
 

ამ შემთხვევაში, ჩვენ ვმუშაობთ არსებულ სივრცეზე, რომელსაც გვაწვდის კლიენტი.
ეს შეიძლება იყოს როგორც ცარიელი ოთახი, ასევე ავეჯით და სხვა დეტალებით წინასწარ მოწყობილი გარემო.
ჩვენ შევიმუშავებთ დიზაინის კონცეპტს რომელიც შეესაბამება კლიენტის ხედვას ყველა დეტალის ჩათვლით, როგორიცაა ფერები, ქსოვილები და ტექსტურები, ავეჯი, განათება და დეკორის ელემენტები.

კლიენტთან შეთანხმებული ხედვის და ფუნქციონალობის საფუძველზე დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია შემოვიმუშავოთ დეტალური გადაწყვეტილება დეკორის ყოველი ნაწილისთვის:
 

  • მოპირკეთების მასალები კედლების, ჭერის, იატაკისთვის - ფოტო და ნიმუშები.

  • ფარდები და ჟალუზი - ქსოვილის, მასალის ამორჩევა და სპეციფიკაცია.

  • ტექსტილური სქემები, საფეიქრო ნაწარმი, თეთრეული და ა.შ. - ამორჩევა, ტექნიკური მახასიათებლები.

  • ცალკე მდგომი ავეჯი - შემოთავაზებების ალბომი ფოტოებით და ტექნიკური მახასიათებლებით.

  • დეკორატიული განათება, დეკორატიული აქსესუარები და ხელოვნების ნიმუშები - შემოთავაზებების ალბომი ფოტოებით და სპეციფიკაციებით.

 

პროცესის ბოლოს ჩვენ შეგვიძლია სრულიად შევცვალოთ სივრცის სტილი და ატმოსფერო, გამოვსახოთ ყველა თანამედროვე ტენდენცია და ტექნოლოგიური  გადაწყვეტილება, ვაქციოთ იგი ნამდვილ ბინად ახლანდელი და სამომავლო თაობისთვის.

ამ ეტაპზე, კლიენტის მოთხოვნით, ჩვენ ვმუშაობთ პროექტის ღირებულებაზე - ვახდენთ მის ოპტიმიზირებას ბიუჯეტური შეზღუდვების თანახმად.

 

bottom of page